ჩვენს შესახებ

"ჩვენ გვსურს მომხმარებლებმა დააგემოვნონ ნამდვილი იაპონური და კორეული გემოები"

კომპანია ამანე 2021 წელს შეიქმნა. ჩვენი გვსურს, ქართველ მომხმარებლებს გავაცნოთ იაპონური და კორეული ავთენტური გემოები, როგორც ტრადიციული, ისე თანამედროვე სახით. ჩვენ ვიყენებთ ინგრედიენტებს, რომელთა შერევით ვიღებთ ნამდვილ აზიურ უმამის.

რას ნიშნავს "ამანე"?

ამანე იაპონურად ნიშნავს „ყოვლისმომცველს“, რაც ჩვენს კონცეფციას ეხმაურება. 

ჩვენი მიზანია, შემოვიტანოთ სიახლე და მომხმარებელს შევთავაზოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც აქამდე ქართულ ბაზარზე ნაკლებად იყო წარმოდგენილი. 

ამანეს პროდუქცია მოიცავს მწნილეულობას, სალათის დრესინგებს, სოუსებს, მარინადებსა და დესერტებს, თუმცა მომავალში კიდევ ბევრი საინტერესო პროდუქტი დაგვემატება.

გსურთ რაიმე კონკრეტული იაპონური ან კორეული პროდუქტის შეკვეთა, რომელიც ჩვენს საიტზე ვერ იპოვეთ? 

მოგვწერეთ order@amane.ge-ზე და ჩვენ ვეცდებით, რომ მალევე დავამატოთ ონლაინ მაღაზიაში. 

ჩვენი პარტნიორი კომპანიები